|
2017-06-09 16:26:28, 2103 ნახვა
კომენტარი
ადვოკატის ინფორმაციით, სასამართლომ ე.წ. ციანიდის საქმეზე ირაკლი შოთაძის საჯარო განცხადება მტკიცებულებად მიიღო
სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მტკიცებულებად მიიღო მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის საჯარო განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ ე.წ. ციანიდის საქმეში არავითარი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო არ არსებობს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განუცხადა. ადვოკატის თქმით, სამართლებრივად დაასაბუთეს, რომ სხდომა თავიდან ბოლომდე საჯარო უნდა ყოფილიყო. თუმცა, მოსამართლემ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სხდომა კვლავ დახურულად დატოვა. „დავაყენეთ შუამდგომლობა სხდომის საჯაროობაზე. მთავარი პროკურორის საჯარო განაცხდების დამატება მოვახდინეთ მტკიცებულებათა სიაზე. პროკურორები წინააღმდეგნი იყვნენ, შოთაძის განცხადება საქმეში შესულიყო, მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ და ის საქმეში დევს. ამის შემდეგ მოვითხოვეთ სხდომის საჯაროობა, ცოტა გაგვიკვირდა ბესიკ ბუგიანიშვილმა ისეთი პოზიცია დააფიქსირა. მან თქვა, რომ თვითონ წყვეტდა იყო თუ არა საქმეში პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია, ბრალდების მხარესაც და სასამართლოს ადვოკატებმა მარტივად ვუპასუხეთ, რომ მოსამართლე ვალდებულია გადაწყეტილება მიიღოს იქედან გამომდინარე მხარე დააყენებს თუ არა შუამდგომლობას. ვთქვით, რომ პროკურორების მიერ დაყენებული შუამდგომლობა, რის საფუძველზეც დაიხურა სხდომა მათ მიერვე იქნა უარყოფილი. აქედან გამომდინარე მოსამართლე ვალდებული იყო ამ გარემოებით ეხელმძღვანელა. პროკურორებმა ჯერ თქვეს, რომ ეთანხმებიან ირაკლი შოთაძის განცხადებას, შემდეგ იქვე თქვეს, რომ ბატონმა მოსამართლემ არ იცის საქმეში რა არისო?“,-განაცხადა ფანცულაიამ და დასძინა, რომ ბრალდების მხარის შესავალ სიტყვაში კურიოზული მომენტები იყო. „მიგვაჩნია, რომ არანაირი არგუმენტი არ მოგვისმენია პროკურატურისგან, რომელიც ობიექტურად მოაზროვნე მოსამართლეს, და მე მჯერა, რომ დღევანდელი საქმის მოსამართლე უნდა იყოს ასეთი, აფიქრებინებდა, რომ საქმეზე უნდა დადგეს გამატყუნებელი განაჩენი“,-განაცხადა ადვოკატმა. ცნობისთვის, ე.წ. ციანიდის საქმეზე არსებითი განხილვის სხდომა 23 ივნისს 11:00 საათზე დაცვის მხარის შესავალი სიტყვით განახლდება. დღევანდელ პროცესს ბრალდებული გიორგი მამალაძეც ესწრებოდა.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)