|
2017-06-09 10:29:08, 2327 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კონგრესმენი ტედ პო: ამერიკა ყოველთვის იქნება საქართველოს ერთგული
Heritage Foundation-ისა და German Marshall Fund-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე „ამერიკულ-ქართული დიპლომატიური ურთიერთობების 25 წელი", გახსნითი სიტყვით კონგრესმენი ტედ პო (რ- ტეხასი) წარსდგა. საკუთარ გამოსვლაში კონგერესმენმა აღნიშნა, რომ იგი ამაყია, რომ იკავებს აშშ-ის კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი მეგობარი ჯგუფის (Georgia Caucus) თანათავმჯდომარის პოსტს. მან ხაზი გაუსვა აშშ-საქართველოს მტკიცე მეგობრობას და პარტნიორობას და მოუწოდა საქართველოს მოსახლეობას კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენონ ამერიკის მხარდაჭერა, „რადგან ამერიკა ყოველთვის საქართველოს ერთგული იქნება". კონგრესმენმა 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომიც გაიხსენა. მისი აზრით, რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა იყო დემოკრატიის დაკნინების მცდელობა, რადგან საქართველო სწორედ დემოკრატიის და იმედის შუქურად მოიაზრებოდა და კვლავაც მოიაზრება რეგიონში. მან აღნიშნა, რომ მსოფლიოს რეაქცია პუტინის აგრესიაზე არ იყო სათანადოდ მკაცრი, რამაც მოსკოვი შმდგომი ქმედებებისკენ წააქეზა. ამ კონტექსტში კონგრესმენმა გაიხსენა ი 2008 წელს მის მიერ გაკეთებული პროგნოზი, როდესაც თქვა რომ „ეს არ არის რუსულია აგრესიის დასასრული და შეხედეთ რა მოხდა ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში!". კონგრესმენის მოსაზრებით მნიშნველოვანია, რომ საქართველომ დემოკრატიული განვითარების გზა შეინარჩუნა. ამ მხრივ მან განსაკუთრებულად აღნიშნა საქართველოს მთავრობის როლი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ქვეყნად ჩამოყალიბების პროცესში და მოუწოდა საქართველოს მოსახლეობას კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენონ ამერიკის მხარდაჭერა, „რადგან ამერიკა ყოველთვის საქართველოს ერთგული იქნება", - განაცხადა ტედ პომ. კონგრესმენმა პომ აღნიშნა საქართველოს წარმატება ეკონომიკური განვითარების მხრივ და დასძინა, რომ იგი მხარს უჭერს აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებას. ეკონომიკურ თანამშრომლობასთან ერთად, კონგრესმენმა აღნიშნა ქართველების როლი ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების შნარჩუნების პროცესში. მან მადლობა გადაუხადა ქართველ სამხედროებს ავღანეთში, ბრძოლის ველზე უდიდესი სიმამაცისთვის, „ბრძოლის ველზე თანამშრომლობა კიდევ უფრო აღრმავებს კავშირს ქართველ და ამერიკელ ხალხებს შორის", - აღნიშნა მან. საკუთარი გამოსვლა კონგრესმენმა პომ ამერიკის 35-ე პრეზიდენტის სიტყვებით დაასრულა: „უნდა გავაგებინოთ ყველა ქვეყანას, მოყვარეს თუ მტერს, რომ აშშ, ნებისმიერ ფასად, ნებისმიერი გამოწვევის ფონზე მხარს დაუჭერს მეგობარს, შეებრძოლება ნებისმიერ მტერს, რათა გადაარჩინოს თავისუფლება". ტედ პოს აზრით, სწორედ ეს ფრაზა აღწერს იმ ტიპის ურთიერთობას, რომელიც საქართველოსა და აშშ-ს აკავშირებს.
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
პოლიცია მატარებლებშიც იქნება
ივანიშვილის რეჟიმი ინგლისურ ენას ბავშვებს პირველი კლასიდან აღარ ასწავლის
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)