|
2017-06-08 14:57:07, 1664 ნახვა
საზოგადოება
100 ეკომიგრანტ ოჯახს სახლები დაუკანონდა
დღეს კიდევ 100 ეკომიგრანტ ოჯახს სახლები დაუკანონდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისივე თქმით, ეკომიგრანტებისთვის სახლების დაკანონების პროგრამა ძალიან წარმატებით მიმდინარეობს: „დღეს კიდევ 100 ეკომიგრანტ ოჯახს დავუკანონეთ სახლები. ეს არის პროგრამა, რომელიც დავიწყეთ გასული წლის შემოდგომაზე და გრძელდება ძალიან წარმატებით. ამ წუთისთვის დასაკანონებელი დარჩა დაახლოებით 500. რთული ობიექტები დარჩა, რადგან წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემაა. მაგრამ მთლიანობაში პროცესი მიდის წარმატებით. ეკომიგრანტების თემა არის ის თემა, რომელიც ბოლო 4 წლის განმავლობაში ვითარდება ძალიან პოზიტიურად და ძალიან ბევრმა ადამიანმა მიიღო უკვე სახლი. არის ისეთი სოფელიც, რომელიც საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული იყო მძიმე სტიქიური უბედურების ზონაში მოყოლილი და ეს პრობლემა არის მოხსნილი“,-განაცხადა სოზარ სუბარმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)