|
2017-06-07 08:43:07, 2021 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება
რექს ტილერსონი: ჩვენ ვაფასებთ საქართველოს, როგორც ერთგულ პარტნიორს
ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ისევე როგორც მის არჩევანს - საკუთარი მომავალი დაუკავშიროს თავისუფალ ერებს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის განცხადებაშია ნათქვამი. ტილერსონმა, აშშ-ის მთავრობის სახელით, ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის აღდგენის 26 წლისთავს მიულოცა, რომელიც ამერიკა-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის 25 წლის იუბილეს ემთხვევა. „ჩვენ ვაფასებთ საქართველოს, როგორც ერთგულ პარტნიორს და ველოდებით საერთო ინტერესებსა და ფასეულობებში წინსვლას. ამერიკის შეერთებული შტატები განსაკუთრებით მადლიერია იმ ქართველი ჯარისკაცების მსხვერპლის, რომლებიც ჩვენთან ერთად მსახურობენ ავღანეთში, თუ მსოფლიოს სხვა წერტილებში. ერთად ვზეიმობთ საქართველოს წარმატებებს და ვგლოვობთ მათ, ვინც ტერორიზმთან ბრძოლას შეეწირა. საქართველო განაგრძობს სხვების ინსპირირებას საკუთარი ლიდერობით და ჩვენი საერთო დემოკრატიული პრინციპების ერთგულებით. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა და მეგობრობა კიდევ მრავალ წელს გაგრძელდება იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნებისთვის უფრო მეტ სტაბილურობასა და კეთილდღეობას მივაღწიოთ“, - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, აღნიშნული განცხადება საქართველოს დამოუკიდებლობის 26 წლისთავისა და ამერიკა-საქართველოს 25-წლიანი ურთიერთობების თარიღთან დაკავშირებით გავრცელდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)