|
2017-06-06 21:36:57, 1749 ნახვა
საზოგადოება
ახალი სამედიცინო ცენტრის თანამშრომლებთან შეთანხმება შედგა
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ცენტრის თანამშრომლების შეხვედრაზე, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ახალი შენობის მშენებლობის შესახებ შეთანხმება შედგა. მშენებლობა ორ წელიწადში დასრულდება, მანამდე კი უმოკლეს ვადაში არსებული შენობა გარემონტდება. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში შედგა. ცენტრის თანამშრომლებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ მასთან შეხვედრა მნიშვნელოვანი შედეგებით დასრულდა. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის თანამშრომლებმა მათთვის შენობის უმოკლეს ვადაში აშენების და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით დღეს აქცია ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ტერიტორიაზე გამართეს. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა აღნიშნულ აქციაზე, გიორგი კვირიკაშვილისა და აქციის მონაწილეების გასაუბრების შემდეგ დაიგეგმა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაში ასევე ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია მონაწილეობდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)