|
2017-06-06 20:54:41, 1731 ნახვა
საზოგადოება
თეირანი-თბილისის საჰაერო ხაზზე ოპერირება კიდევ ერთმა ირანულმა ავიაკომპანიამ დაიწყო
თეირანი-თბილისი-თეირანის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულება ავიაკომპანია "Iran Aseman Airlines"-მა დაიწყო. საჰაერო მიმოსვლა 27 ოქტომბრამდე, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს, Airbus A-320 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება. აღნიშნულ საჰაერო ხაზზე პირველი რეისი ავიაკომპანიამ 2 ივნისს შეასრულა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანია "Iran Aseman Airlines"-ს საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა მიმდინარე თვეში მიენიჭა. ამჟამად საქართველოსა და ირანს შორის რეგულარულ ავიარეისებს ავიაკომპანიები „Georgian Airways", "ATA Airlines", "Qeshm Air", „Zagros Airlines" და "TABAN Airlines" ასრულებენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)