|
2017-06-06 15:19:08, 2328 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი: საქართველოს ეკონომიკა შესაძლოა, დაგეგმილზე მაღალი ტემპებით განვითარდეს
ამ მომენტისათვის პირველი ინდიკატორები აჩვენებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს და შესაძლოა ეკონომიკა დაგეგმილზე მაღალი ტემპებით განვითარდეს, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ენტონი დელანოიმ საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის სამწლიანი პროგრამის მიმდინარეობისა და არსებული პროგრესის შესახებ ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ფონდის პროგრამა, რომელიც აღნიშნული საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის დირექტორთა საბჭომ 2017 წლის 12 აპრილს ერთხმად დაამტკიცა, საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიან რეფორმების გეგმას ეფუძნება. შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ ფონდის პროგრამით გათვალისწინებული საკითხები თანამიმდევრულად, ყოველგვარი ჩამორჩენის გარეშე ხორციელდება, რაც სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დადებითად შეაფასა. ცნობისთვის, სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, რომლის დროსაც დაგეგმილი აქვს შეხვედრების გამართვა საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელ პირებთან.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)