23:22 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-06 10:39:42, 741 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი „კავკასიის ალიანსების პროგრამის“ წარმომადგენლებს შეხვდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და ,,ქალთა ოთახებს’’ შორის თანამშრომლობა მალე დაიწყება.

აღნიშნულ საკითხზე აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძესთან შეხვედრაზე ქალთა ოთახის მენეჯერები და ,,კავკასიის ალიანსების პროგრამის’’ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

სამინისტროს ცნობით, ზაალ მიქელაძე „ქალთა ოთახის“ სერვისს პირველად ქობულეთის მუნიციპალიტეტში გაეცნო, სადაც თანამშრომლობის იდეა გაჩნდა.

,,ქალთა ოთახები’’ აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტსა და აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატაში ფუნქციონირებს. იგი წარმოადგენს ახალ მუნიციპალურ სერვისს, რომელიც გულისხმობს ერთგვარი საზოგადოებრივი, საინფორმაციო-საკონსულტაციო მხარდაჭერის, ინტერაქტიული ურთიერთობების უზრუნველყოფის და მიზნობრივი პროექტების განმახორციელებელი ცენტრს.

თანამშრომლობის ფარგლებში  სამინისტროს მიზნობრივი პროგრამების პრეზენტაცია მუნიციპალიტეტის დონეზე ,,ქალთა ოთახებში’’ მოხდება, რაც სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირებულობასა და პროგრამაში ჩართულობას უზრუნველყოფს. ,,ქალთა ოთახები’’ აჭარაში ,,კავკასიის ალიანსების პროგრამის’’ ფარგლებში შეიქმნა, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაცია მერსი ქორფსი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის ფარგლებში ახორციელებს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics