22:27 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-17 09:31:35, 602 ნახვა

საზოგადოება
კოტე თოლორდავას საქართველოში დღეს გადმოასვენებენ

თეატრისა და კინოს მსახიობ კოტე თოლორდავას საქართველოში დღეს გადმოასვენებენ.

თვითმფრინავი, რომლითაც მსახიობი უნდა გადმოასვენონ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 15:00 საათისთვის დაეშვება.

აეროპორტიდან გარდაცვლილს საკუთარ სახლში გადაასვენებენ. კოტე თოლორდავას სავარაუდოდ კვირას, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

მსახიობის გადმოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს თბილისის მერია დაფარავს.

ცნობისთვის, მსახიობი კოტე თოლორდავა 11 აპრილს, მოსკოვის ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს. თოლორდავა თბილისში "მოზარდ მაყურებელთა" თეატრის მსახიობი იყო. მას არაერთ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. ფართო მასებისთვის თოლორდავა ცნობილი იყო სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში" შესრულებული დიტოს როლით. ითამაშა ილია ჭავჭავაძის როლი დოკუმენტურ ფილმში. ბოლო პერიოდში მსახიობს მეუთლესთან, განო მელითაურთან ერთად "პალიტრა ტვ"-ს ეთერში გადაცემა "შუადღის ამბებით განო და კოტე“ მიჰყავდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics