06:24 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-02 18:02:45, 2579 ნახვა

მსოფლიო
ფილიპინების კაზინოში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

ფილიპინებზე ერთ-ერთ კაზინოში თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო, - ამის შესახებ ტერორისტულ დაჯგუფებასთან დაახლოებული სააგენტო AMAQ იუწყება. 

აღსანიშნავია, რომ მანამდე ფილიპინების პოლიცია ამტკიცებდა, რომ მომხდარი ყაჩაღობის შემთხვევა იყო და ტერორიზმთან კავშირი არ ჰქონია. 

შეგახსენებთ, რომ ფილიპინებში ერთ-ერთ კაზინოში თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 36 ადამიანი დაიღუპა. BBC-ის ცნობით, კიდევ 50 მოქალაქე დაშავდა და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics