|
2017-06-02 12:10:12, 2358 ნახვა
სამართალი კომენტარი
ოთარ კახიძე პარლამენტში ვახტანგ გამოელაურისა და გიორგი მღებრიშვილის მისვლას ითხოვს
ევროპული საქართველოს წევრი ოთარ კახიძე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმესთან დაკავშირებით, პარლამენტში, უმცირესობის ფორმატში სუს-ის ხელმძღვანელის ვახტანგ გამოელაურისა და შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის მისვლას ითხოვს. კახიძის განცხადებით, მათ არსებულ კითხვებზე პასუხები უნდა გასცენ: ,,არსებობს ინფორმაცია, რომ ამ ყველაფერში მონაწილეობდნენ ქართველი სამართალდამცავები და შსს-ს მაღალჩინოსნები. ეს არის სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული. ყველა პირი, ვისი დანაშაულიც გამოიკვეთება აღნიშნულ საქმეში უნდა წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე. მოვუწოდებთ საპარლამენტო უმრავლესობას, ნუ გახდებიან თავგასული ძალოვნების მძევლები. ჩვენ დეტალურად უნდა მივიღოთ ინფორმაცია ჟურნალისტის გატაცებაზე და ხელისუფლება ვალდებულია, ყველა ლეგიტიმურ კითხვას პასუხი გასცეს“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)