|
2017-06-02 11:11:18, 1946 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტთან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მხარდამჭერი მორიგი აქცია მიმდინარეობს
თბილისში, პარლამენტის შენობასთან, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მხარდამჭერი მორიგი აქცია მიმდინარეობს. აქციაზე არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები, ჟურნალისტები, დაკავებული ჟურნალისტის მეუღლე და მისი მხარდამჭერები იმყოფებიან. ისინი მუხთარლის გაუჩინარებას სტვენით აპროტესტებენ. როგორ აქციის მონაწილემ, ჟურნალისტმა თაზო კუპრეიშვილმა აღნიშნა, ისინი კითხვებზე პასუხს ითხოვენ. „გუშინ და გუშინწინ პასუხს ვითხოვდით კითხვებზე, როგორ აღმოჩნდა ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგა თბილისიდან ბაქოს ციხეში. ჩვენ პასუხი ვერ მივიღეთ ამ ორი დღის განმავლობაში. პასუხად გვესმის მხოლოდ გაუგებარი განცხადებები. ქართული საგამოძიებო მხარისთვის მნიშვნელოვანია აზერბაიჯანული საგამოძიებო სამსახურის შედეგი, რადგან იგი გვთხოვს დაველოდოთ აზერბაიჯანული მხარის გამოძიების შედეგს. არ ვენდობით გამოძიებას'',-განაცხადა კუპრეიშვილმა. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოში 29 მაისს "გაუჩინარდა“. 30 მაისს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის აზერბაიჯანში ნაცემ მდგომარეობაში, მალულად გადაიყვანეს. მას სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის, საზღვრის უკანონო კვეთისა და კონტრაბანდის მუხლებით წაუყენეს ბრალი. გუშინ ბაქოში წინასასამართლო სხდომა გაიმართა. ჟურნალისტს წინასწარი 3-თვიანი პატიმრობა შეეფარდა.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)