|
2017-06-01 18:27:42, 2179 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
ედიშერ ქარჩავა: დღეს არ ვიძლევი კომენტარს, ნინოობაა ჩვენთვის, ვისვენებთ
საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა საქართველოს საპატრიარქოს განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარს ხვალ 11:00 საათზე, საპატრიარქოს შენობასთან გააკეთებს. როგორც ქარჩავამ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, ნინოობას ისვენებს და კომენტარს არ იძლევა: „ხვალ, 11 საათზე, გავაკეთებ განცხადებას საპატრიარქოსთან. გილოცავთ ნინოობას, დღეს არ ვიძლევი კომენტარს, ნინოობააა ჩვენთვის, ვისვენებთ“,-აღნიშნა ედიშერ ქარჩავამ. ცნობისთვის, საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნულია, რომ ედიშერ ქარჩავას ბოლოდროინდელი განცხადებები საქართველოს საპატრიარქოსთან არ იყო შეთანხმებული. „მის მიერ განმარტებული მიზეზი ასეთი ქმედებისა არის სერიოზული, მაგრამ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება და საჯარო სივრცეში პირადი ინიციატივით წარმოჩენა არასწორია. ის ფაქტი, რომ ზოგიერთი სასულიერო პირი კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევასა და წმინდა სინოდის მოწოდებებს არღვევს და ნებართვის გარეშე სატელევიზიო გამოსვლებს არ ერიდება, ცალკე განსჯის საგანია, მაგრამ ასეთი ქცევა გამამართლებელი არ არის არავისთვის, მათ შორის, არც ბატონი ედიშერისთვის, რის გამოც იგი იქნა გაფრთხილებული. მოვუწოდებთ ყველას, პირადი ინიციატივებისაგან შეიკავონ თავი“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)