03:39 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-31 13:08:30, 2549 ნახვა

მსოფლიო
ქაბულში აფეთქების შედეგად სულ მცირე 80 ადამიანი დაიღუპა, 300 დაშავდა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 80 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად 300-მდე ადამიანი დაშავდა.

"ეს იყო ასაფეთქებელი მოწყობილობებით დატვირთული ავტომობილი, რომელიც გერმანიის საელჩოსთან იყო გაჩერებული. ამ დრომდე გაუგებარია თუ კონკრეტულად რა იყო აფეთქების მიზანი", - აცხადებენ ადგილობრივ პოლიციაში.

როგორც მედია წერს, დაშავებულთა შორის არიან დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები, დაიღუპა საელჩოს დაცვის ერთ-ერთი თანამშრომელი.

მედიის ცნობით, ახლოს მდებარე შენობები დაიზიანდა. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics