|
2017-05-31 12:24:50, 2239 ნახვა
სამართალი კომენტარი
ირაკლი შოთაძე: გამოძიებამ საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა დაკითხა
მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, გამოძიებამ საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა დაკითხა. როგორც შოთაძემ ჟურნალისტებს განუმარტა, ქარჩავა მამა გიორგი მამალაძის სავარაუდო თანამზრახველების გამოვლენის მიზნით დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაიკითხა. მთავარი პროკურორის თქმით, მათთვის მნიშვნელოვანია ყველა ინფორმაცია, რაც ვრცელდება. „ედიშერ ქარჩავა დაიკითხა გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე, იცით, რომ გამოძიებას გამოეყო თავის დროზე საქმე და შესაძლო თანამონაწილეების, ასევე სხვა პირების მიმართ მიმდინარეობს გამოძიება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა ინფორმაცია და ყველას გადავამოწმებთ“,– აღნიშნა ირაკლი შოთაძემ და დასძინა, რომ ე.წ ციანიდის საქმეში არავითარი პირადი ცხოვრების საიდუმლოების კადრი არ არსებობს. ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე რა მიზეზით ენიშნება პატრიარქს ერთი ახალი დაცვა, შოთაძემ უპასუხა, რომ მისთვის მიზეზები უცნობია.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)