|
2017-05-30 17:18:07, 1702 ნახვა
საზოგადოება
სახელმწიფო მომზადება-გადამზადების პროგრამის ახალ ეტაპს იწყებს
ახალი პროფესიების შეძენის შანსი და დასაქმების შესაძლებლობები - სახელმწიფო მომზადება-გადამზადების პროგრამის ახალ ეტაპს იწყებს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ივნისიდან სოციალური მომსახურების სააგენტოში იმ პირების რეგისტრაცია დაიწყება, რომელთაც ახალი პროფესიის შეძენა, ან თავისივე პროფესიაში გადამზადება სურთ. სახელმწიფო ვაუჩერულად დააფინანსებს მათ 2-4 თვიან სწავლებას პროფესიულ კოლეჯებში. სამუშაოს მაძიებლებს და არა მარტო მათ, შესაძლებლობა ექნებათ შრომის ბაზარზე მოთხოვნად 98 პროფესიაში გადამზადნენ. რამდენად მზად არიან კერძო თუ სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლები პროგრამაში ჩასართავად - ამ თემაზე სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე სააგენტოს სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებს შეხვდა. მომზადება-გადამზადების პროგრამაში ჩართვის სურვილი 50-ზე მეტმა სასწავლებელმა გამოთქვა. პროგრამის ბიუჯეტი წელს 2 მლნ 14 ათასი ლარია და სააგენტო გეგმავს, წლის ბოლომდე მსურველების 2 ნაკადი დააკმაყოფილოს.
(NS)
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)