|
2017-05-27 17:01:34, 2433 ნახვა
სამართალი კომენტარი
ომბუდსმენი: სანამ ყველა დეტალი არ გაირკვევა, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიცია არ უნდა მოხდეს
საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადიცია იქამდე არ უნდა მოხდეს, ვიდრე ყველა დეტალი არ გაირკვევა. როგორც ნანუაშვილმა აღნიშნა, სახალხო დამცველის აპარატი აღნიშნულ პროცესს დააკვირდება. „ჩვენ პირველივე დღეს შევხვდით ბრალდებულს და ადვოკატებს, გარკვეული მასალებიც მივიღეთ. მე ვფიქრობ, რომ არ უნდა მოხდეს მისი ექსტრადირება მანამ, სანამ ყველა დეტალი არ გაირკვევა“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. ცნობისთვის, მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს, თურქეთის მოთხოვნით, საკუთარ სახლში დააკავეს. 25 მაისს მას სასამართლომ 3-თვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. აღსანიშნავია, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის გათავისუფლების მოთხოვნით, დღეს ონლაინ-პეტიცია შეიქმნა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)