|
2017-05-26 18:12:56, 2184 ნახვა
საზოგადოება
რუსთაველის გამზირზე, მიჯნურობის ხეივანში, ქორწინების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა
დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს - 26მაისს - რუსთაველის გამზირზე „მიჯნურობის ხეივანში“ ქორწინების რეგისტრაცია გაიმართა. დაქორწინებულ წყვილს - სალომე სოხაძესა და ალექსანდრე გვასალიას- საგანგებოდ ამ დღისთვის დამზადებული ქორწინების მოწმობა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადასცა. ქორწინების მოწმობის ყდაზე დატანილია სპეციალური შინაარსის ინფორმაცია: „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია“; მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ!; ქორწინება დარეგისტრირდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 26წლისთავისაზეიმოდ აღინიშნა და წელს დაგეგმილი ყველა ღონისძიება შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს მიეძღვნა. იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, ანალოგიური სპეციალური მოწმობები გასულ წელს, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25-ე წლისთავზეც გაიცა. 26 მაისს დაბადებული ახალშობილებისთვის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით და მზად და დაბადების მოწმობები, რომელთა ყდაზე დატანილია შემდეგი ინფორმაცია: „საქართველოს მოქალაქე დაბადებულია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის აღმნიშვნელ საიუბილეო დღეს“. ასეთი მოწმობები საქართველოს მასშტაბით 26 მაისს დაბადებული 127 ახალშობილის მშობლებს გადაეცათ. აღსანიშნავია, რომ ქორწინებისა და დაბადების მოწმობების განახლებული, მაღალი სტანდარტის დიზაინი 2014 წელს შემუშავდა. ქორწინების მოწმობის შეცვლის შესახებ ბრძანება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით გამოსცა.
(NS)
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)