13:20 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-25 12:48:03, 1981 ნახვა

სამართალი კომენტარი
აგულაშვილი თორდია-ფარცხალაძის საქმეზე: კითხვებზე რაც შეიძლება მაქსიმალურად პასუხის გაცემა, ხელისუფლებისათვის ერთგვარი გამოწვევაა

„გამოძიების ღიად, გამჭვირვალედ  ჩატარება, რაც შეიძლება მეტი ნდობა,  დამაჯერებლობა  ამ პროცესისადმი  საზოგადოების მხრიდან, არსებულ  კითხვებზე რაც შეიძლება  მაქსიმალურად პასუხის გაცემა, რა თქმა უნდა, ხელისუფლებისათვის ერთგვარი გამოწვევა“,-ასე გამოეხმაურა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ე.წ. თორდია-ფარცხალაძის საქმეს.

მისივე თქმით, საქართველოში არ არსებობს ადამიანები, მათი სტატუსის მიუხედავად, ვისაც რაიმე ინდულგენცია ექნება:

„თავისთავად ცხადია, გამოძიების ღიად, გამჭვირვალედ  ჩატარება, რაც შეიძლება მეტი ნდობა, მეტი დამაჯერებლობა  ამ პროცესისადმი  საზოგადოების მხრიდან, არსებულ  კითხვებზე  რაც შეიძლება მაქსიმალურად პასუხის გაცემა, რა თქმა უნდა, უაღრესად მნიშვნელოვანი კიარა,  ერთგვარი გამოწვევაა ხელისუფლებისათვის და ამავე დროს უნდა ითქვას ისიც, რომ  არ არიან ამ ქვეყანაში ადამიანები, არც ფიზიკური პირები და  არც იურიდიული პირები, ვისაც რაიმე ინდულგენცია ექნება. ვინც არ უდნა იყოს ეს, სადაც არ უნდა მუშაობდეს, მუშაობდა, იმუშავებს, არ ვიცი, რომელ  რელიგიურ მიმდინარეობასაც არ უნდა წარმოადგენდეს, თუ პოლიტიკური შეხედულებებს. კანონი ყველასთვის ერთია და ამან უნდა იმუშაოს ყველასთვის. ღრმად ვარ დარწმუნებული, რადგან ვიცი მთავრობის დამოკიდებულება, ვიცი პარლამენტში უმრავლესობის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, რომ ეს პროცესი  ასე დასრულდება კიდეც“,-განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Big Tech. Global Legends. One Future - თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
მოლდოვის პრემიერმინისტრი თანამდებობიდან გადადგა
გაორმაგების დღე City Mall-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
5 ივლისი გაორმაგების დღეა - შეიძინეთ სასურველი ნივთი PLUS ქულებით, დარჩენილი თანხა კი ნაწილ-ნაწილ გადაიხადეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics