02:24 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-24 16:06:11, 2577 ნახვა

საზოგადოება მსოფლიო
ერთი და იმავე სქესიანთა ქორწინებას, პირველად აზიაში, ტაივანი დააკანონებს

ტაივანის საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ ერთი და იმავე სქესის წყვილებს ლეგალურად ქორწინების უფლება უნდა ჰქონდეთ.

ტაივანი აზიაში პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ლგბტ წყვილებს ქორწინების საშუალებას მისცემს.

აქტივისტებმა, რომლებიც წლების განმავლობაში ცდილობდნენ ქორწინების უფლების მოპოვებას, აღნიშნული ცვლილება სიხარულით აღნიშნეს.

ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი აქტივისტები იმედოვნებენ, რომ მათი ძალისხმევა უშედეგოდ არ ჩაივლის და სასამართლოს მხარდაჭერით საწადელს მიაღწევენ.

გასულ წელს მმართველმა პარტიამ თვითმმართველ კუნძულზე ცვლილებას მხარი დაუჭირა.

ერთი და იმავე სქესიანთა ქორწინების ასობით მხარდამჭერი ტაივანის პარლამენტის წინ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსანიშნავად შეიკრიბა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics