|
2017-05-24 12:33:11, 1930 ნახვა
საზოგადოება
საგარეო უწყება: კონგოში ტყვედ აყვანილი ქართველი მფრინავი შესაძლოა, გარდაცვლილი იყოს
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ზვიად გონაძის განცხადებით, კონგოში ტყვედ აყვანილი ქართველი მფრინავი სოსო ოსურაული შესაძლოა, გარდაცვლილი იყოს. როგორც გონაძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, კონგოში გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეტაკება მოხდა, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. "სამწუხაროდ შესაძლოა მათ რიცხვში იოსებ ოსურაულიც იყოს. ამ ინფორმაციის მიღებისთანავე ჩვენ ყველა მხარეს კონგოს, გაერო-ს, წითელ ჯვარს ფაქტის დადასტურება ვთხოვეთ. დღეისათვის დასტური არცერთი მხარისგან არ გვაქვს. ამ პერიოდის განმავლობაში მთავრობის მიერ არაერთი ნაბიჯი გადაიდგა და ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსი გამოვიყენეთ. ოსურაულის დასახსნელად საქართველოს ელჩი რეგიონში იმყოფებოდა და ყველა მხარესთან კონსულტაციები იმართებოდა, მაგრამ სიტუაციას ადგილზე შექმნილი მდგომარეობა ართულებდა, რომელიც ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გართულდა. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენი მოქალაქის ბედ-იღბლის გარკვევას ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ. კონგოში ამბოხებული ჯგუფის, M 23-ის ტყვეობაში ოსურაულის მოხვედრის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე საქართველოს ხელისუფლება მის დასახსნელად და სამშობლოში დასაბრუნებლად ყველა ღონეს ხმარობს. ამ პერიოდის განმავლობაში მთავრობის მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯის შესახებ ოჯახი ინფორმირებულია“, - აღნიშნა ზვიად გონაძემ. ამასთან, საგარეო მინისტრის მოადგილემ საქართველოს ყველა მოქალაქეს ურჩევს მაქსიმალური უკიდურესობის გარდა, კონგოს რესპუბლიკაში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ, ხოლო ადგილზე მყოფ ქართველებს მოუწოდებს, კონგოს რესპუბლიკა დაუყოვნებლივ დატოვონ. შეგახსენებთ, რომ 23 იანვარს კონგოში ადგილობრივმა მეამბოხეებმა ქართველი მფრინავი სოსო ოსურაული ტყვედ აიყვანეს. მათ სამხედრო-საჰაერო ძალების ორი შვეულმფრენი ჩამოაგდეს, ერთ-ერთს სწორედ ოსურაული მართავდა. სოსო ოსურაული თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალებიდან 2015 წელს საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა და მუშაობა კონგოში, კერძო საავიაციო კომპანიაში დაიწყო.
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)