|
2017-05-23 11:49:02, 1605 ნახვა
საზოგადოება
უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო კურსი მეხუთე მოდულით გრძელდება
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის (DIB) სკოლაში უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო კურსის მეხუთე მოდული კეთილსინდისიერების ამაღლებასა და კორუფციის რისკების შემცირების თემას დაეთმო. სემინარის მიზანს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში არსებული კორუფციული რისკებისა და მათი პრევენციის მექანიზმების გაცნობა, კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება და ანტიკორუფციული ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს. სამი დღის განმავლობაში მსმენელები თავდაცვის უწყებაში შიდა კონტროლის სისტემას, სამხედრო ოპერაციების დროს კორუფციის საკითხსა და ნატოს კეთილსინდისიერების ამაღლების პროგრამას განიხილავენ. სემინარს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი დავით გუნაშვილი უძღვება. ანტიკორუფციულ თემებზე იუსტიციის სამინისტროს ანტიკორუფციული საბჭოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც ისაუბრებენ. უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო კურსი პირველი გრძელვადიანი სასწავლო პროგრამაა, რომელსაც DIB უსაფრთხოების სექტორის აუდიტორიას სთავაზობს. კურსი ორი თვე გრძელდება და სალექციო კვირეულებს, ტრენინგ-მოდულებს, პრაქტიკულ მოდულებსა და დისტანციური სწავლების მოდულებს მოიცავს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)