|
2017-05-22 09:36:32, 1589 ნახვა
საზოგადოება
დილის 09:00 საათიდან 26 მაისის ჩათვლით, თავისუფლების მოედნის ნაწილი გადაიკეტა
22 მაისის დილის 09:00 საათიდან 26 მაისის ჩათვლით, თავისუფლების მოედნის ნაწილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების გამო გადაიკეტა. თბილისის მერიის ინფორმაციით, მოძრაობა შეიზღუდება პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მიმავალ ზოლზე. ხოლო, უკუმიმართულებით – თავისუფლების მოედნიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მიმავალ ზოლზე ავტოტრანსპორტი შეუფერხებლად იმოძრავებს. ამ პერიოდის განმავლობაში მუნიციპალური ტრანსპორტი დროებით შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებს. ბარათაშვილის ქუჩიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტობუსები ჩავლენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, აუხვევენ მიხეილ ჯავახიშვილის (ყოფ. ელბაქიძის აღმართი) ქუჩაზე და მოძრაობას ფილარმონიის მიმართულებით გააგრძელებენ. მიკროავტობუსები ბარათაშვილის ქუჩიდან თაბუკაშვილის ქუჩაზე შეუხვევენ და რუსთაველის გამზირზე ჭანტურიას ქუჩის გავლით მოხვდებიან. ანალოგიურად, კოტე აფხაზისა და დადიანის ქუჩებიდან რუსთაველის გამზირისკენ მიმავალი ავტოტრანსპორტი პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩებს გაივლის და რუსთაველის გამზირზე თაბუკაშვილის ქუჩიდან იმოძრავებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)