|
2017-05-21 16:09:13, 1714 ნახვა
საზოგადოება
26 მაისთან დაკავშირებით, ღონისძიებების მზადებისა და ჩატარების დღეებში დედაქალაქში მოძრაობა შეიზღუდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიებების მზადებისა და ჩატარების დღეებში, დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება. 22 მაისს, 09:00 საათიდან 26 მაისის საღამომდე, ღონისძიებების დასრულებამდე, თავისუფლების მოედანზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდება, კერძოდ, ალ. პუშკინის ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივი იქნება და ავტომანქანები თავისუფლების მოედნიდან ორბელიანის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ. 24 მაისს, 24:00 საათიდან, რუსთაველის გამზირსა და ვარდების მოედანზე მოქალაქეებისთვის ავტომანქანებით გადაადგილება აიკრძალება. მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის გამზირის მკვეთ ქუჩებზე: ალ. ჭავჭავაძის, მიტროფანე ლაღიძის, ბესიკის, ლესია უკრაინკას, ზაქარია ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ანტონ ფურცელაძის, უსახელოს, არჩილ ჯორჯაძის, გია ჭანტურიას და მესხიას ქუჩებზე. 26 მაისს, 05:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე მოძრაობა აიკრძალება, ხოლო კოტე აფხაზის, შალვა დადიანის და გიორგი ლეონიძის ქუჩებზე - შეიზღუდება. ავტომანქანები იმოძრავებენ შემოვლითი გზით - რევაზ თაბუკაშვილისა და დანიელ ჭონქაძის ქუჩებზე. ზემოაღნიშნულ ქუჩებსა და თავისუფლების მოედანზე მოძრაობა 27 მაისს, საზეიმო ღონისძიებების დასრულების შემდეგ აღდგება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)