20:19 - 21 Jul, 2026
|
2017-05-20 17:17:40, 2046 ნახვა
საზოგადოება
სამგორში წყალარინების ახალი სისტემა მოეწყობა
კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური კაიროს დასახლებაში, გიორგი ლორთქიფანიძის ქუჩაზე, წყალარინების, საკანალიზაციო გარე ქსელის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. სამუშაოების ფარგლებში, 9 კილომეტრზე ახალი საკანალიზაციო ქსელი მოეწყობა, რომლითაც 600-მდე ოჯახი ისარგებლებს. საპროექტო ქსელზე რკინა-ბეტონის 308 ჭა მოეწყობა. მერიის ბიუჯეტიდან სამუშაოებისთვის 3 333 333 ლარია გამოყოფილი. წყალარინების მოწყობის პროექტს კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია შპს „ენსისი“ ახორციელებს. პროექტი მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და ნოემბერში დასრულდება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)