17:13 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-19 18:40:17, 1666 ნახვა

საზოგადოება
ეროვნულ არქივს პოლონეთის დელეგაცია სტუმრობდა

საქართველოს ეროვნულ არქივს დღეს პოლონეთის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი იაცეკ მილერი, პოლონეთის კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები და საქართველოში პოლონეთის საელჩოს კულტურის ატაშე ლეხ კონჩაკი სტუმრობდნენ.

დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს საქართველოს ეროვნულ არქივში, კირიონ მეორის პირად ფონდში დაცული პოლონური დოკუმენტები, რომელთა შესახებ პოლონელ კოლეგებს ინფორმაცია ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების უფროსმა ქეთევან ასათიანმა მიაწოდა.

იაცეკ მილერის ინფორმაციით, მიმდინარე წლის დასაწყისში კრაკოვის ეროვნული მუზეუმის თავად ჩარტორიისკების სახელობის ბიბლიოთეკამ კერძო კოლექციიდან შეიძინა მასალები, მათ შორის ქართული ხელნაწერები და ისტორიული საბუთები. პოლონური მხარე მასპინძლებს ამ დოკუმენტების ელექტრონული ასლების მოპოვებაში დახმარებას დაპირდა.

ვიზიტისას დელეგაციის წევრებმა ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი და რესტავრაციის ლაბორატორია დაათვალიერეს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ 19 ტონა ვადაგასული ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
იემენის ჰუსიტების დაჯგუფებამ საუდი არაბეთს საზღვაო ბლოკადა დაუწესა
ლიბერთი Nasdaq Calypso-ს ახალ საერთაშორისო პლატფორმას დანერგავს
ეროვნულმა ბანკმა ირაკლი სესიაშვილის და ძმები პაპაშვილების კომპანიები დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics