17:12 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-19 17:57:22, 1615 ნახვა

საზოგადოება
ევროპის დღეების ფარგლებში სტუდენტებისთვის სემინარი „საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი- ევროინტეგრაცია“ გაიმართა

ევროპის დღეების ფარგლებში, რეგიონული უნივერსიტეტების 40-მდე სტუდენტებისთვის თბილისში სემინარი „საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი-ევროინტეგრაცია“ გაიმართა.

სემინარი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის  დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ გახსნეს, მოგვიანებით კი ლექციებიც წაიკითხეს.

ორი დღის განმავლობაში  სტუდენტები ინფორმაციას მიიღებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ანტიდასავლური პროპაგანდა და საინფორმაციო ომი, საქართველოს მონაწილეობა ევროკავშირის მისიებში, ასოცირების შესახებ შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა, DCFTA და სოფლის მეურნეობის განვითარება, რელიგიური მრავალფეროვნება ევროკავშირში, ევროინტეგრაციის მნიშვნელობა და სხვა.

აღსანიშნავია, რომ სემინარი რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის ევროპის დღეების ფარგლებში მეორე წელია იმართება.

ევროპის დღეები საქართველოში 25  მაისამდე გაგრძელდება. ის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითებში სახელმწიფო მინისტრის აპარატით ხორციელდება.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ 19 ტონა ვადაგასული ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
იემენის ჰუსიტების დაჯგუფებამ საუდი არაბეთს საზღვაო ბლოკადა დაუწესა
ლიბერთი Nasdaq Calypso-ს ახალ საერთაშორისო პლატფორმას დანერგავს
ეროვნულმა ბანკმა ირაკლი სესიაშვილის და ძმები პაპაშვილების კომპანიები დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics