00:54 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-18 17:13:40, 2416 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპმა რუსეთთან მის შესაძლო კავშირების გამოძიებას „კუდიანებზე უდიდესი ნადირობა“ უწოდა

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ სპეციალური პროკურორი დანიშნა, რომელიც ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ფედერაციის შესაძლო ჩარევას გამოიძიებს, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, აღნიშნულ თანამდებობაზე საგამოძიებო ფედერალური ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი რობერტ მიულერი დაინიშნა, რომელიც ბიუროს 2001-2013 წლებში გელმძღვანელობდა.

აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილის როდ როზენშტაინის განცხადებით, სპეციალური პროკურორის დანიშნვა საჭირო იყო იმისთვის, რომ გამოძიებას დამოუკიდებელი ექსპერტი ჰყოლოდა. მისივე თქმით, მიულერი გამოძიების განვითარებას დააკვირდება.

სპეციალური პროკურორის დანიშნვას დონალდ ტრამპი უკვე გამოეხმაურა.

"ეს არის კუდიანებზე უდიდესი ნადირობა, რომელიც ამერიკის ისტორიაში პოლიტიკოსზე ხორციელდება", - წერს ტრამპი Twitter-ის საკუთარ გვერდზე.

სპეციალური პროკურორის დანიშნვის საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც 10 მაისს დონალდ ტრამპმა FBI-ის დირექტორი ჯეიმს კომი გაათავისუფლა. გავრცელებული ინფორმაციით, კომი დონალდ ტრამპისა და რუსეთის ურთიერთობებს და ოფიციალური კრემლის არჩევნებში შესაძლო ჩარევას იძიებდა.

ამასთან, კომის თანამდებობიდან გათავისუფლების გამო ოპოზიციას ქვეყნის პრეზიდენტი გააკრიტიკა და რუსეთთან კავშირებში დაადანაშაულა.

ამ ბრალდებებს, ტრამპი სისტემატიურად პასუხობდა და აცხადებდა, რომ "მსგავსი ტიპის ნიუსები სიმართლეს არ შეესაბამება, არის ფარსი, რომელსაც მოქალაქეების მიერ შემოტანილი გადასახადებით ფინანსდება". 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics