17:53 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-18 12:36:28, 2141 ნახვა

ეკონომიკა
დავით აფციაური: ჩინეთთან თანამშრომლობის იმ ეტაპს მივუახლოვდით, რომელიც უკვე კონკრეტული პროექტების განხორციელებას მოითხოვს

ჩვენ ჩინეთთან თანამშრომლობის იმ ეტაპს მივუახლოვდით, რომელიც უკვე პრაქტიკულ მოქმედებას და კონკრეტული პროექტების განხორციელებას მოითხოვს, - ამის შესახებ საქართველოს ელჩმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დავით აფციაურმა განაცხადა, რომელიც საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილისა და ჩინეთის ვიცე-პრემიერის ვანგ იანგის შეხვედრაში მონაწილეობდა.

საქართველოს ელჩის დავით აფციაურის განცხადებით, „ერთო სარტყელი - ერთი გზის" გლობალურ პროექტთან მიმართებაში მოხდა საქართველოსა და ჩინეთის ინტერესებისა და ხედვის თანხვედრა. მისი თქმით, ორი ქვეყნის მთავრობებს გააჩნიათ გამოკვეთილი პოლიტიკური ნება იმისა, რომ თანამშრომლობა იყოს ორმხრივად მომგებიანი და სასარგებლო.

„შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ განისაზღვრება კონკრეტული მიმართულებები, თუ როგორ წარიმართება ჩვენი თანამშრომლობა ერთი სარტყელი - ერთი გზის ინიციატივის ფარგლებში", - განაცხადა დავით აფციაურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics