16:56 - 07 Jul, 2026
|
2017-05-18 10:47:52, 2112 ნახვა
ეკონომიკა
ჩინეთის მთავრობა თბილისში „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ საერთაშორისო ფორუმის მხარდამჭერი იქნება
ჩინეთის მთავრობა მხარს დაგვიჭერს ნოემბერში თბილისში დაგეგმილი „ერთი სარტყელი - ერთი გზის" ფორუმის ჩატარებასთან დაკავშირებით, - ამის სესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის ვიცე-პრემიერ ვანგ იანგთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც ჩინეთის ქალაქ ჰეფეიში გაიმართა. ფორუმი საქართველოში 27 – 28 ნოემბერს უნდა გაიმართოს. პირველი ანალოგიური ფორუმი თბილისში 2015 წელს სწორედ ჩინეთის მთავრობის მხარდაჭერით ჩატარდა. „ეს იქნება პეკინში ჩატარებული „სარტყელისა და გზის ფორუმის" ერთგვარი გაგრძელება", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელმაც ჩინეთის ვიცე-პრემიერი თბილისის ფორუმზე საპატიო სტუმრად მიიწვია. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)