|
2017-05-17 19:08:57, 2132 ნახვა
სამართალი საზოგადოება
აუდიტის სამსახურის თანამშრომლები ლაშა თორდიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
აუდიტის სამსახურის თანამშრომლები: გენერალურ აუდიტორზე თავდასხმა, ორგანიზაციის საქმიანობაზე ზემოქმედების ტოლფასია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლები ინსტიტუციის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თანამშრომლებისთვის შეურაცხმყოფელია უკანასკნელ დღეებში გამოთქმული ბრალდებები აუდიტორული საქმიანობის მიკერძოებულობის შესახებ, რადგან მათი თქმით, ინსტიტუციის მიერ მომზადებული თითოეული ანგარიში აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს ეფუძნება. „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლები გამოვთქვამთ შეშფოთებას ბოლო დღეებში ჩვენი ინსტიტუციის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. პირველ რიგში გვსურს, სრული თანადგომა გამოვუცხადოთ გენერალურ აუდიტორს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის დამოუკიდებლად და მაღალპროფესიულად განხორციელებაში, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ დამოუკიდებელი და კვალიფიციური სახელმწიფო აუდიტის სამსახური დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარია და გენერალურ აუდიტორზე თავდასხმა ამ ორგანიზაციისა და მისი თანამშრომლების პროფესიულ საქმიანობაზე ზემოქმედების ტოლფასია. ჩვენთვის, უაღრესად შეურაცხმყოფელია უკანასკნელ დღეებში გამოთქმული ბრალდებები აუდიტორული საქმიანობის მიკერძოებულობის შესახებ. გვსურს ვაუწყოთ საზოგადოებას, რომ ჩვენ მიერ მომზადებული თითოეული აუდიტის ანგარიში ეფუძნება აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს. იმისათვის, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორებს არ გაუჩნდეთ პროფესიულ საქმიანობაში დაუცველობის განცდა, მივმართავთ თხოვნით საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს მხარი დაგვიჭირონ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლობის გარანტიების სათანადო დონეზე უზრუნველყოფაში. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყველა თანამშრომელს ამ განცხადებით გვსურს, კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი ერთსულოვნება, ვიყოთ ერთგული დამოუკიდებლობის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის მაღალი პროფესიული სტანდარტებისა და წინ აღვუდგეთ ნებისმიერ ჩარევას ჩვენს პროფესიულ საქმიანობაში“, – ნათქვამია განცხადებაში.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)