03:48 - 19 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-11 12:32:27, 1951 ნახვა

საზოგადოება
ოთარ სიჭინავა სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლედ დაინიშნა

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, ოთარ სიჭინავა სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლედ დაინიშნა.

ამის შესახებ შესაბამი გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კენჭისყრაზე მიიღეს. 

ოთარ სიჭინავას 11-მა წევრმა დაუჭირა მხარი. 

ცნობისთვის, სააპელაციო სისტემაში მიხეილ ჩინჩალაძე ასევე, 11 ხმით უვადო მოსამართლედ დაინიშნა. 

შეგახსენებთ, რომ სულ 108 კანდიდატი დარეგისტრირდა. აქედან 101 კანდიდატი გამოცხადდა გასაუბრების პირველ ეტაპზე, საიდანაც 79 კანდიდატი შეირჩა, თუმცა 79-დან ორმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. მოსამართლეთა დიდი ნაწილი მეორე ეტაპის გადალახვის შემთხვევაში სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დაინიშნება, გარდა საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა, რომლებიც უვადოდ გამწესდებიან.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Axios: სომხეთმა გამოაცხადა შეერთებული შტატებისგან თავდაცვის ტექნოლოგიების შეძენის შესაძლებლობა.
ზელენსკიმ ფედოროვთან და სირსკისთან ისაუბრა: გადაწყვეტილებები შემუშავდება
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის საწყობზე თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics