09:19 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-11 11:19:22, 1796 ნახვა

კომენტარი
„სასამართლო რეფორმის რამდენი ტალღაც არ უნდა მივიღოთ, პრობლემები სულ იარსებებს, რადგან გვყავს ჩინჩალაძე და მურუსიძე“

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ხელლმძღვანელის ეკა გიგაურის განცხადებით, სასამართლოში უამრავი პრობლემა არსებობს და ნდობა საკმაოდ დაბალია. 

როგორც გიგაურმა აღნიშნა, რამდენი რეფორმის ტალღებიც არ უნდა გატარდეს, თუკი სასამართლოს სახეები იქნება ორი ოდიოზური ფიგურა ეს იმას ნიშნავს, რომ რეფორმასთან დაკავშირებით კვლავ არსებობს პრობლემები.

"ჩვენ ერთის მხრივ საზოგადოებას რა თქმა უნდა წარვუდგენთ ჩვენს შეფასებას, ყველა მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით, რომელიც სასამართლოში გვაქვს. ცხადია, ჩვენ გვაქვს იმ პრობლემების გადაჭრის გზები და ცხადია, დღევანდელი ფორუმი ზუსტად ამას ეძღვნება. მეორეს მხრივ ჩვენ ჩვენს შეფასებაში ვამბობთ, იმას რომ, გვაქვს ძალიან ბევრი პრობლემა სასამართლო სისტემაში და მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ საქმეებში, შეიძლება გაუმჯობესება გვქონდეს მაინც, ნდობა ძალიან დაბალია ჩვენ საზოგადოებაში. დრეს ჩვენ ვერ ვახერხებთ სასამართლო სისტემაში დაინიშნონ ღირსეული კანდიდატები და მოსამართლეები, დრეს მაინც სასამართლო სახეებათ გვევლინებიან ბატონი მურუსიძი და ჩინჩალაძე და ისინი უვადოდ ინიშნებიან. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. რამდენი რეფორმის ტალღებიც არ უნდა მივიღოთ ჩვენ, თუკი სასამართლოს სახეები მაინც იქნებიან ეს ორი ოდიოზური ფიგურები, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ რეფორმასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი პრობლემა", - განაცხადა ეკა გიგაურმა. 

შეგახსენებთ, კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ საჯარო ფორუმს მასპინძლობს, რომელიც სასამართლო სისტემის გამოწვევებს და რეფორმებს ეძღვნება. 

ფორუმის მიზანია, ხელი შეუწყოს სასამართლო სისტემის საკითხების უკეთ გააზრებას, მათ შორის ხელისუფლების, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო შტოების, პრაქტიკოსი იურისტების ჟურნალისტების მონაწილეობით.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics