|
2017-05-11 08:04:18, 2308 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთის მთავრობა გადადგა
საფრანგეთს პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ქვეყნის მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილება დააკმაყოფილა, - ამის შესახებ Reuters იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, მთავრობის გადადგომა არის ტრადიციული ფორმალობა და საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება. ფრანსუა ოლანდი პრემიერ-მინისტრისათვის ბერნარ კაზნიოვისთვის მიწერილ წერილში აღნიშნავს: „მინდა გაცნობოთ, რომ ახალი მთავრობის ფორმირებამდე, თქვენ შეასრულოთ მთავრობის მეთაურის მოვალეობა“. ცენტრისტი ემანუელ მაკრონი, რომელმაც საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენი დაამარცხა, საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობას 14 მაისს ოფიციალურად დაიკავებს. მაკრონს ახალი მთავრობის წარდგენის თარიღი, ჯერჯერობით, არ დაუსახელებია.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)