|
2017-05-10 22:05:21, 2625 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: აუცილებელია, სირიაში შეჩერდეს საზარელი მკვლელობები
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აუცილებელია, შეჩერდეს საზარელი მკვლელობები სირიაში, - აღნიშნული განცხადება დონალდ ტრამპმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. „აუცილებელია, სირიაში საზარელი მკვლელობები შეჩერდეს. ვფიქრობ, ამ მხრივ პროგრესს მივაღწიეთ. რაც შეეხება სერგეი რავროვთან შეხვედრას, ვფიქრობ, რომ ის ძალიან კარგ ფორმატში წარიმართა“ - განაცხადა ტრამპმა. თავის მხრივ, მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე, ლავროვმა განაცხადა, რომ აშშ-სთან სოლიდარულები არიან სირიაში ტერორიზმის დასრულების სურვილთან დაკავშირებით. აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. BBC-ის ინფორმაციით, სირიასთან ერთად, საუბრის მთავარი თემა უკრაინაში არსებული ვითარება იყო. აშშ-მა მოუწოდა რუსეთს, რომ ასადი და ერაყი "დააშოშმინოს".
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)