00:18 - 19 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-09 11:56:42, 1658 ნახვა

საზოგადოება
​მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს პრეზიდენტისაგან საჩუქრად მედიკამენტების ვაუჩერები გადაეცემათ

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებს მედიკამენტების ვაუჩერები გადაეცემათ.

აღნიშნული პროექტი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კომპანია „ავერსთან'' პარტნიორობით  განახორციელა.

ამისათვის პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 93 ათას ლარზე მეტი გამოიყო.

"საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო თანხა და ფარმაცევტულ კომპანია "ავერსთან '' პარტნიორობით 922 ვეტერანი მიიღებს 140 ლარიან ვაუჩერს, რომელიც მათ დაეხმარებათ მედიკამენტების შეძენაში'', - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა და მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Axios: სომხეთმა გამოაცხადა შეერთებული შტატებისგან თავდაცვის ტექნოლოგიების შეძენის შესაძლებლობა.
ზელენსკიმ ფედოროვთან და სირსკისთან ისაუბრა: გადაწყვეტილებები შემუშავდება
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის საწყობზე თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics