07:53 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-09 11:51:34, 1798 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
ბურჯანაძე „ღამის მგლებზე“: თუ ქართველობაზე ხელს არ ავიღებთ, არ დაგვავიწყდება, რომ სტუმარს პატივისცემა უნდა

„სტუმარ-მასპინძელი საქართველოში ბევრს აქვს ნასწავლი და თუ არ დაგვავიწყდება ჩვენი დიდი წინაპრების მემკვიდრეობა და ქართველობაზე ხელს არ ავიღებთ, მაშინ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ სტუმარს პატივისცემა უნდა“, - ასე გამოეხმაურა „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი ნინო ბურჯანაძე ვაკის პარკში რუსული ბაიკერ-კლუბის, „ღამის მგლების“ წევრის მისვლას.

როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, საქართველოში დადგა ისეთი ვითარება, რომ რაც ქართველისთვის იყო დამახასიათებელი, კითხვის ნიშნის ქვეშ არის დამდგარი.

„სტუმარ-მასპინძელი საქართველოში მგონია რომ ბევრს აქვს ნასწავლი და თუ არ დაგვავიწყდება ჩვენი დიდი წინაპრების მემკვიდრეობა და ქართველობაზე ხელს არ ავიღებთ, არ დაგვავიწყდება მაშინ ისიც, რომ მოსულ სტუმარს პატივისცემა უნდა. როცა ადამიანი შენთან ჩამოდის იმისთვის, რომ პატივი მიაგოს იმ სამასი ათას რჩეულ ქართველ გმირს, რომელიც სამამულო ომის დროს დაიღუპა და იმ ადამიანებს შევხვდეთ კითხვის ნიშნებით, ეს ქართველისთვის არი შეუფერებელი საქციელი. არის ვითარებები, როდესაც ყველაზე მტკივნეული პოლიტიკური საკითხიც კი, ადამიანმა გვერდზე უნდა გადადოს და გაგვაერთიანოს იმ დიდმა პატივისცემამ, რომელიც უნდა გამოვიჩინოთ დაღუპულების მიმართ. ძალიან ვწუხვარ, რომ საქართველოში დღეს დადგა ვითარება, როდესაც ელემენტარული რაც ქართველისთვის იყო დამახასიათებელი კითხვის ნიშნის ქვეშ არის დამდგარი“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics