06:25 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-08 12:34:21, 2569 ნახვა

სამართალი კომენტარი
შს მინისტრის მოადგილე: იური ლუჟკოვი საქართველოში ლეგალური საბუთებით შემოვიდა

შს მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი საქართველოში ლეგალურად შემოვიდა.

როგორც ხუციშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საზღვრის კვეთის მომენტში, პასპორტში რაიმე კონკრეტული მონაცემი არ არსებობდა, რის საფუძველზეც მესაზღვრე გადაწყვეტილებას მიიღებდა.

“შემოვიდა ლეგალური საბუთებით, რომელშიც არ იყო მონაცემი რომ მას ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი ჰქონდა დარღვეული. შესაბამისად, მესაზღვრეს არ ჰქონდა ფომალური საფუძველი, რომ სხვა გადაწყვეტილება მიეღო. დანარჩენი დამატებითი მოკვლევის საგანია და ჩვენ გავარკვევთ”, - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ, მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი, რომელმაც ოკუპაციის შესახებ კანონი არაერთხელ დაარღვია, საქართველოში იმყოფება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics