21:51 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-06 13:04:44, 1697 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტმა მოსახლეობას გიორგობა წმინდა გრიგოლის სახელობის დუშეთის ეკლესიიდან მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მოსახლეობას გიორგობის დღესასწაული დუშეთის წმინდა გრიგოლის სახელობის ეკლესიიდან მოულოცა.

საქართველოს პრეზიდენტმა პირველ ლედისთან ერთად ეკლესიას წმინდა გიორგის ხატი შესწირა და საქართველოს მოსახლეობას ქვეყნის გაძლიერება, სიკეთე და წარმატება უსურვა.

"გიორგობა მინდა მოგილოცოთ წმინდა გრიგოლის სახელობის ეკლესიიდან. ამ ეკლესიას მნიშვნელოვანი ისტორია აქვს. იგი IX-X საუკუნეშია აგებული, როცა კომუნისტები შემოვიდნენ, აქაურმა ბერებმა დალოცეს ქაქუცა ჩოლოყაშვილი, რისთვისაც მათ სასტიკად გაუსწორდნენ.

დღეს, მე აქედან მინდა მივულოცო საქართველოს, ჩვენი ძლიერების სიმბოლოს, წმინდა გიორგის ხსენების დღე მოგილოცოთ დღესასწაული და გისურვოთ ძლიერება და წარმატება", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics