|
2017-05-06 12:24:49, 1902 ნახვა
საზოგადოება
სოზარ სუბარმა შიდა ქართლის რეგიონში დევნილი ოჯახებისთვის შესყიდული სახლები მოინახულა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში დევნილი ოჯახებისთვის შესყიდული სახლები მოინახულეს. სამინისტრომ შიდა ქართლის რეგიონში კერძო სახლი, საკარმიდამო მიწის ნაკვეთით, 86 დევნილ ოჯახს შეუსყიდა. დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა გორის რაიონის სოფლებში ხიდისთავსა და მეჯვრისხევში დევნილ ოჯახებს საწოლები ჩაუტანა. მიუხედავად იმისა, რომ მეჯვრისხევი ე.წ საზღვართან მდებარეობს, მოდებაძეების ოჯახმა ამ სოფელში ცხოვრება საკუთარი სურვილით აირჩია. „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახი თავად არჩევს კერძო სახლს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. სახლებს თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც დევნილი ოჯახებისთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს. 2013 წლიდან დღემდე, დევნილთა და განსახლების სამინისტრომ, საქართველოს მასშტაბით, სახლი უკვე 1 500-ზე მეტ ოჯახს შეუსყიდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)