19:56 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-06 09:26:02, 1930 ნახვა

საზოგადოება
ფოტოკვირეული „ქოლგა თბილისი 2017„ ოფიციალურად გაიხსნა

ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე  არსებულ არტსირცეში საერთაშორისო ფოტოკვირეული „ქოლგა თბილისი 2017" გაიხსნა.

ფოტოკონკურსი საუკეთესო ფოტოების ჩვენებითა და გამარჯვებულთა დაჯილდოებით დაიწყო. ფოტოკვირეულის გახსნის ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი დაესწრო და გამოფენა დაათვალიერა. 

ფოტოკონკურსი თბილისის მერიისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. 

საერთაშორისო ფოტოკონკურსი "ქოლგა" თბილისში უკვე 16 წელია იმართება და, ტრადიციულად, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ფოტოგრაფების ნამუშევრებს მასპინძლობს.  ფოტოკვირეულის ფარგლებში, თბილისის მასშტაბით, ვორქშოფები და ლექციები ჩატარდება. 
წელს ფოტოკონკურსი შემდეგ ნომინაციებში გამოცხადდა - დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტოპროექტი, ერთი კადრი და ნომინაცია ჰუავეი მობილური ფოტო, ასევე,  ქვენომინაციებში  „ერთი კადრი" და „მობილური ფოტო სერია".   წლევანდელი ფოტოკონკურსის გამარჯვებულებს საერთაშორისო ჟიური გამოავლენს. კვირეული 11 მაისს დასრულდება. 

ფოტოკონკურსზე წელსაც გაიცემა პრემია - KOLGA NEWCOMER PHOTO AWARD. ეს პრემია გადაეცემა 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ფოტოგრაფს, რომლის ფოტოსერიაც სამ სხვადასხვა ნომინაციაში გასული ფოტოპროექტებიდან შეირჩევა. ეს ნომინაციებია   „დოკუმენტური სერია", „რეპორტაჟი" და „კონცეპტუალური ფოტოპროექტი". 

ფოტოკონკურსის  მიზანი  ქართული ფოტოგრაფიის საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაცია და მისი საერთაშორისო  ფოტოგრაფიასთან დაკავშირებაა

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics