19:56 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-05 17:23:17, 1722 ნახვა

საზოგადოება
ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული მმართველობის დანერგვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული მმართველობის დანერგვის საკითხებზე დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე, სოსო გიორგაძე, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წევრები და რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სამუშაო შეხვედრა საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით მოეწყო. ღონისძიებაზე განიხილეს ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული მმართველობის დანერგვის საკითხები და ის სირთულეები, რომლებიც პროცესის წინსვლას აფერხებენ.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო 2011 წლიდან აქტიურად მუშაობს ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული მმართველობის დანერგვის საკითხებზე. შემუშავდა პროგრამული უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტებში ელექტრონული მმათველობის დანერგვის პროექტის განსახორციელებლად.

დღეის მდგომარეობით, „მუნიციპალიტეტების მართვის სისტემა“ დანერგილია და 47 მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა მოწვეული სტუმრების კითხვებს უპასუხეს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics