14:38 - 07 Jul, 2026
|
2017-05-05 17:52:05, 2490 ნახვა
ეკონომიკა
TABAN Airlines საქართველოს მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის
ირანული ავიაკომპანია TABAN Airlines, რომელიც საქართველოს ავიაბაზარზე 2016 წელს შემოვიდა, მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონზე ფრენის სიხშირეს თეირანი-თბილისი-თეირანის მიმართულებით გაზრდის. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, TABAN Airlines 2 სიხშირის ნაცვლად კვირაში 6 სიხშირით იფრენს. გაზრდილი ფრენები 7 მაისიდან 22 სექტემბრამდე, ყოველდღე, შაბათის გარდა, Airbus A310, Boeing B737 და 757 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ირანულ ავიაკომპანიას რეგულარული ფრენების შესასრულებლად აუცილებელი ნებართვა 3 მაისს მიანიჭა.
(NS)
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)