|
2017-05-05 17:17:33, 1949 ნახვა
ეკონომიკა
ბიზნეს კაფეს მეცხრე შეხვედრა
3 მაისს გაიმართა ბიზნეს კაფეს მორიგი, მეცხრე შეხვედრა. ამჯერად მოწვეული სპიკერი იყო უძრავი ქონების კომპანია TERNES Real Estate Fund-ის დამფუძნებელი, პროკრედიტ ბანკის ყოფილი გენერალური დირექტორი, საშა ტერნესი, რომელმაც ისაუბრა ორგანიზაციულ კულტურაზე, ბიზნეს ეთიკაზე და კორპორატიულ მართვაზე. ბიზნეს კაფეს შესახებ: ბიზნეს კაფე საკონსულტაციო კომპანია „ინსორსის“ მიერ ინიცირებული პროექტია, რომელიც 2015 წლიდან პაშა ბანკის პარტნიორობით ხორციელდება. პროექტების ფარგლებში გამართულ შეხვედრებს რეგულარულად ესწრებიან საშუალო და მსხვილი კომპანიების მენეჯერები. აქ ხდება ბიზნესის სფეროში მიმდინარე პროცესების და სიახლეების, ასევე გამოცდილების და ცოდნის გაზიარება. პროქტი გამოირჩევა მრავალფეროვანი თემატიკით და ინტერაქტიული ფორმატით, რაც განაპირობებს მის მიმართ მზარდ ინტერესს. 2017 წლიდან პროექტს სპონსორების სახით შეუერთდნენ კომპანიები ეისითი და ორიენტ ლოჯიკი. „ბიზნეს კაფეს დღევანდელი შეხვედრა, წინა შეხვედრების მსგავსად, საინტერესო და დინამიური გამოვიდა, რაც ისევ და ისევ განაპირობა სპიკერის კალიბრმა და შერჩეული თემის აქტუალობამ. პაშა ბანკი უკვე მესამე წელია პროექტის მხარდამჭერია და მის მიმართ მზარდი ინტერესი და დადებითი შეფასებები ჩვენთვის ორმაგად სასიხარულოა.“ - აღნიშნა ანანო ქორქიამ, პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა. ბიზნეს კაფეს შეხვედრების სპიკერებს შორის იყვნენ:
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)