|
2018-10-20 17:10:20, 2200 ნახვა
სამართალი
ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის 9 თვის მონიტორინგის შედეგები სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ორგანიზებით, გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა - ლონდა თოლორაიამ დეპარტამენტის მიერ ცხრა თვის განმავლობაში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა. ასევე, შეხვედრაზე განხილული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მუშაობის ანგარიში. შეხვედრის მონაწილეებმა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და ტრეფიკინგის მიმართულებით გამოვლენილ გამოწვევებსა და მათთან გამკლავების გზებზე ისაუბრეს. სხვადასხვა სტრუქტურული ქვედანაყოფისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებმა არსებული ტენდენციები შეაჯამეს და სამომავლო გეგმებზე შეთანხმდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)