|
2017-05-05 16:38:10, 2203 ნახვა
ეკონომიკა
შპს "ჯიოსტარ ენთერპრაისი" მესამე კომპანიაა, რომელსაც სახელმწიფომ კინოგადაღებებზე დახარჯული ბიუჯეტის ნაწილი აუნაზღაურა
„გადაიღე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ახორციელებს, საპროდიუსერო კომპანიას "ჯიოსტარ ენთერპრაის" ე.წ cash rebate მექანიზმის საშუალებით საქართველოში კინოგადაღებისათვის დახარჯული კვალიფიციური ხარჯების 20% აუნაზღაურდა. ინდური მძაფრსიუჟეტიანი მხატვრული ფილმის “პსვ გარუდა ვეგა” გადაღებები გასული წლის შემოდგომის პერიოდში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, ბორჯომში, კახეთში, ჭიათურაში, ბათუმსა და თბილისში 1 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და გადაღებების მსვლელობისას 20 ადგილობრივი მსახიობი დასაქმდა. აღსანიშნავია, რომ ფილმის გადაღებების მსვლელობისას ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ გასაუბრებოდნენ ფილმის რეჟისორს პრავენ სატარუს (Praveen Sattaru) და ცნობილ ინდოელ მსახიობ ადიტ არუნს (Adith Arun), რომლებმაც დიდი მოწონება გამოხატეს საქართველოს მიმართ და აღნიშნეს, რომ საქართველო აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კინოლოკაციაა. პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, რომელიც ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს ხსენებულ პროგრამას, ჯამში განხორციელდა 5 პროექტი, რომელთაგან სამ კომპანიას, შპს "ჯიოსტარ ენთერპრაისის" , შპს "იგელ პროდაქშენს" და შპს „ბეთერფლაი პროდაქშენს“ სახელმწიფომ კინოგადაღებებზე დახარჯული ბიუჯეტის ნაწილი უკვე აუნაზღაურა. აღნიშნული 5 პროექტის შედეგად საქართველოში ჯამში 7 310 000 მილიონი ლარი დაიხარჯა, ხოლო ადგილობრივად 650 ადამიანი დასაქმდა. ამავე პერიოდში საქართველოში განხორციელდა არაერთი რეკლამის თუ მუსიკალური ვიდეორგოლის გადაღებები, რაც ასევე ხელს უწყობს ქვეყნის, როგორც აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო გადასაღები ლოკაციის პოპულარიზაციას. (NS)
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)