|
2017-05-05 16:20:29, 1942 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ თანამდებობა დატოვა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ თანამდებობა დატოვა, - ამის შესახებ ინფორმაცია "ექსპრენიუსს" ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, ვალერი კვარაცხელიამ თანამდებობა თავისი სურვილით დატოვა და ის ბიზნესში ბრუნდება. „ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. ვალერი კვარაცხელია კერძო ბიზნესს უბრუნდება. გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ მან რამდენიმე თვის წინ მიიღო. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან და პრემიერ-მინისტრთან შეთანხმების შემდეგ, მან 5 მაისს პოსტი დატოვა“, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში. ცნობისთვის, ვალერი კვარაცხელია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ 2014 წლის 22 ოქტომბრიდან მუშაობდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)