19:55 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-05 14:16:08, 1564 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს შსს-ს აკადემია AEPC-ს მმართველი საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მუდმივმოქმედ წევრად აირჩიეს

შსს-ს აკადემიაში, ევროპის პოლიციის კოლეჯების ასოციაციის (AEPC) ყოველწლიური კონფერენციის - "მიგრაციის მომავალი - მასთან დაკავშირებული გამოწვევები და რეაგირების გზები" ფარგლებში, ასოციაციის მმართველი საბჭოს სხდომა გაიმართა.

შეხვედრაზე მმართველი საბჭოს წევრებმა, კენჭისყრის შედეგად, სამი კანდიდატი ქვეყნიდან - ჩეხეთი, უნგრეთი და საქართველო, აღმასრულებელი კომიტეტის მუდმივმოქმედ წევრად, ხმათა უმრავლესობით, საქართველოს შსს-ს აკადემია აირჩიეს. ევროპის პოლიციის კოლეჯთა ასოციაციის (AEPC) ვიცე-პრეზიდენტი კი  უნგრეთის  საჯარო სამსახურის ეროვნული უნივერსიტეტის პრორექტორი, გაბორ კოვაჩი გახდა.

ევროპის პოლიციის კოლეჯთა ასოციაციის (AEPC) მმართველი საბჭოს სხდომას 19 ქვეყნის,  მათ შორის,  ევროკავშირის 12 წევრი ქვეყნის სამართალდამცავი სტრუქტურების სასწავლო ცენტრების და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის 50-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics