06:25 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-04 15:20:05, 2143 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი: ჩემზე იმდენი ფსიქოანალიზია ჩატარებული, რომ ალბათ ფროიდი ტირის

„პირადად ჩემზე იმდენი ფსიქოანალიზია ჩატარებული, რომ ალბათ ფროიდი ტირის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე აღნიშნა.

სტუდენტებმა პრეზიდენტს ჰკითხეს საქართველოს მთავრობაზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შესაძლო გავლენის შესახებ.

როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, არ ისაუბრებს ისეთ თემებზე, რომელთა შესახებაც ადამიანებს საჯარო განცხადებები არ გაუკეთებიათ.

"რამდენადაც შემიძლია, ვცდილობ მოვწყდე ჭორსა და პირად საუბრებს. ძირითადად პოლიტიკაში საუბარია ჭორზე ან მის შინაგან მდგომარეობაზე. პირადად ჩემზე იმდენი ფსიქოანალიზია ჩატარებული, რომ ალბათ ფროიდი ტირის. სულ ვფიქრობ, საიდან იფიქრეს ან იციან ეს. ვცდილობ, ეს არ ვაკეთო. ჩემი და ბიძინა ივანიშვილის ურთიერთობა დამთავრდა მაშინ, როდესაც დამთავრდა. არ ვსაუბრობ ისეთ თემებზე, იმ ადამიანებზე, რომლებსაც ამაზე საჯაროდ არ უსაუბრიათ. ათასი ჭორი მსმენია, რომ ივანიშვილმა ვინმეზე მოახდინა გავლენა, მაგრამ ეს ხომ ჭორია. მე ხომ არ ვიცი, სიმართლეა თუ არა ბიძინას სავარაუდო გავლენა", - განაცხადა მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics