|
2017-05-04 12:48:04, 2361 ნახვა
პოლიტიკა მსოფლიო
აშშ-ის ადმინისტრაციას იმ ქვეყნების დახმარება ეკძალება, რომლებიც საქართველოს ოკუპიორებული რეგიონების დამოუკიდებლობას აღიარებენ
ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ სპეცსამსახურებისთვის 2017 წლის ბიუჯეტთან ერთად საკანონმდებლო აქტი დაამტკიცა, რომელიც კრემლის ფარული გავლენის შემცირებას, აშშ-ში ასევე ევროპაში, ითვალისწინებს, - ამის შესახებ DW იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, აღნიშნული კანონის ერთ-ერთი თავი უკრაინის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ზომების მიღებას გულისხმობს. კერძოდ, აშშ-ის ადმინისტრაციას ქვეყნებისთვის, რომლებიც საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ რაიმე სახის დახმარების გაწევა ეკრძალება. ამერიკულ სახელმწიფო უწყებებს ეკრძალებათ ქმედებები, რომელიც ამ ორი რეგიონის მიმართ რუსული ოკუპაციის მხარდაჭერაზე იქნება მიმართული. ამავე კანონის თანახმად, რუსეთის გავლენისა და აგრესიის დასაძლევად ევროპის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად 100 მილიონი დოლარი გამოიყოფა. ასევე გათვალისწინებულია თანხების გამოყოფა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი სახელმწიფოებისთვისაც, ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების იმპლემენტაციისთვის, რუსეთზე ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულების შემცირების მიზნით.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)